ექთნის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 650
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
"ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30.
ანაზღაურება: 650 ლარი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • საექთნო მანიპულაციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტაზე: hr@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ პოზიცია "ექთნის თანაშემწე".
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.