“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის/ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ბათუმში, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.
თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია:
- ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
- ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი + კვარტალური ბონუსი + ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია
- მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
- კომპანიის სტენდის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა
- ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
- კონკურენტ ბრენდებთან ფასების შედარება
- კატალოგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერისთვის წარდგენა
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე
- შედეგებზე ორიენტირებული
- ღია გამოწვევების მიმართ
- ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი)
დამატებითი ინფორმაცია:
თუ თქვენთვის ეს ვაკანსია საინტერესოა და თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: project21@hr.ge
გისურვებთ წარმატებას!