ღამის ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი MiraMar Luxury Residence
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
ბათუმში მდებარე სასტუმრო „MiraMar-Luxury Residences”, აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
სასტუმრო მდებარეობს ჰილტონ ბათუმის გვერდით ბელევიუ რეზიდენსის შენობაში, მოიცავს 54 ნომერს,  
რომელიც სტუმრებს მომსახურეობას სთავაზობს 2022 წლის 1 იანვრიდან. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ყოველ დილით და საღამოს სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება; 
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება; 
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით; 
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; 
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება; 
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში  უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ; 
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე და კომპიუტერული მართვის პროგრამების ცოდნა. 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@miramar.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 551 446 600