შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი’’ აცხადებს კონკურს ინსტიტუტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სრული განაკვეთით, სათანადო თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ:
ინსტიტუტის ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ინსტიტუტის ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ანაზღაურების ოდენობა დადგინდება - დასაწყისში გამოსაცდელი ვადით (არაუმეტეს სამი თვე) კომპეტენციის შესაბამისად - შეთანხმებით და შემდგომ ძირითად შტატში სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, არაუმცირეს 1500 ლარიდან .
საკონკურსო პირობებია:
- შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება (ბაკალავრი ან მაგისტრი),
- ანალოგიური სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი),
- ავტომანქანის მართვის მოწმობა.
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების (ვინდოუსი, ვორდი, ექსელი, პაუერ-პოინტი) და ინგლისური ენის ცოდნა, ასევე ინტერნეტის საძიებო სისტემებში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
პიროვნული უნარ-ჩვევების მაღალი დონე, კერძოდ:
- მიზანდასახულობა,
- შედეგზე ორიენტაცია,
- ლიდერობა,
- კოლექტიური მუშაობის უნარი,
- კომუნიკაბელურობა,
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი,
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
საქმიანობის ძირითადი მოვალეობებია -
ინსტიტუტში ადმინისტრაციულ/სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, განხორციელება და მისი მართვა, კერძოდ:
- საიჯარო საქმიანობის მართვა;
- საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება-არინების სისტემის, გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების, გათბობა/კონდიცირების სისტემების, ნარჩენების გატანის) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მართვა;
- სადარაჯო და დასუფთავების პერსონალის მართვა;
- სატრანსპორტო საშუალებების მოვლა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის ორგანიზება;
- საკომუნიკაციო საშუალებების (ტელეფონები, ინტერნეტი) გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, ინსტიტუტის პერსონალის შრომის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემური ორგანიზება და მართვა;
- ინსტიტუტის მიერ დაქირავებული აუთსორსინგული კომპანიების (იურიდიული და IT) მომსახურეობის ორგანიზება და მართვა;
- ინსტიტუტის მატერიალური ქონების მ.შ. სახარჯი მასალების შეძენის/შენახვის ორგანიზება, სათანადო აღრიცხვა/ანგარიშგება და მოვლის ორგანიზება;
- მცირე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და სხვა.
სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციისა და CV წარმოდგენა მისამართზე info@hygiene.ge სავალდებულოა.
განცხადებები მიიღება 2023 წლის 1 აპრილამდე.
განცხადებები მიიღება 2023 წლის 1 აპრილამდე.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სათანადო თანამდებობის დასახელება - ადმინისტრაციულ - სამეურნეო დეპარტამენტის უფროსი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.