მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი შაომის ავტორიზებული მისთორი
მივლინება: არა ხელფასი: 700 - 1000
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
მზარდი კომპანია მისთორი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ჩინური ბრენდის ,,Xiaomi”-ის ავტორიზებულ პარტნიორს საქართველოში ეძებს მოლარე-კონსულტანტებს თბილისის ფილიალებში.   
 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ცვლები (10:00-16:00 / 16:00-22:00) 
დასვენება: კვირაში 2 დღე   
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები (საშუალოდ ჯამში 700-1000ლ) 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები 
  • გამჭირვალე საბონუსე სისტემას 
  • ფასდაკლებებსა და სხვადასხვა ბენეფეტებს 
  • პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს 

ძირითადი მოვალეობები:  
  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;  
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების წარმოება (Fina);   
  • მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;   
  • გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება. 
  
პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:   
  • შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • სისხარტე და ოპერატიულობა;  
  • ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი.  
  
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:  
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;  
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;  
  • სასურველია თუმცა არა აუცილებელი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მისამართზე vacancy@mistore.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   
 
მისთორში გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.     
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მისთორი"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.  
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანოონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.  
მისთორი გისურვებთ წარმატებას!