ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი კაია ქონსთრაქშენი
მივლინება: არა ხელფასი: 1100
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
შპს კაია ქონსთრაქშენი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. 
ვაკანსიის დასახელება:ბუღალტერ-ოპერატორი 
 
სამუშაო პირობები:   
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის ხიდების მიმდებარედ. 
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:00 – 18:00. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბუღალტრული გატარებების  შესრულება; 
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება; 
  • საბუღალტრო ოპერაციების წარმოება (დამუშავება - გატარება) საბუღალტრო პროგრამაში; 
  • წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა, დაარქივება; 
  • დოკუმენტაციების სიზუსტის მონიტორინგი; 
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი; 
  • დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაციის კონტროლი; 
  • მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსები); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1  წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა FMG (INFO) მუშაობის გამოცდილება; 
  • Microsoft Word და Excel საბაზისო დონის  ცოდნა; 
 
დამატებითი უნარები:  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორინტირებულობა; 
 
ბენეფიტები: 
  • კვება; 
  • ტრანსპორტირება; 
 
ანაზღაურება:ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად (მინიმლური 1100 ლარიდან); 
 
 
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: constructionholding.vacancy@yahoo.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.