ადმინისტრაციული ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ბიო-მედი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
შპს „ბიო-მედი“  აცხადებს შერჩევას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. 
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5  სამუშაო დღე 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  13 აპრილი, 2023 წ.  

ძირითადი მოვალეობები: 
  • საოფისე მასალის შეძენა; 
  • სარეკლამო მასალის ბეჭდვა 
  • ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება; 
  • სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა 
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება 
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე/ელ-ფოსტაზე პასუხი 
  • შეხვედრების ორგანიზება. 
  • საინჟინრო პროცესის მართვა 
  • სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება  
  • ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურა 
  • მიღება/ჩაბარების გაფორმების პროცედურა 
  • ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების რეესტრის მართვა 
  • რეგისტრაციის დოკუმენტების რეესტრის მართვა 
  • HR დოკუმენტაციის წარმოება  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • ადმინისტაციულ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS. Word, Excel, PowerPoint);  
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;  
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • ორგანიზებულობა, 
  • დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;  
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე  vacancy@biomedi.ge გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
 
შპს „ბიო-მედი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ბიო-მედი“  უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. 
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.