სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ჩამოსასხმელი საამქროს წუნმდებელის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის რაოდენობა - 3
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჩამომსხმელი საამქროს მიერ წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წუნდებული პროდუქტის და წარმოებისთვის საჭირო უხარისხო ნედლეულის აღმოჩენა და დაფიქსირება.
- საამქროში დაგეგმილი სანიტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტულურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორინტირებულობა
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 16 აპრილი.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.