წესრიგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი სკოლა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: მანდატური
შპს „თბილისის თავისუფალი სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას წესრიგის მენეჯერის პოზიციაზე  
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება 
 
ფუნქცია-მოვალეობები:  
  • სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა 
  • სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი 
  • სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების აღრიცხვა და სკოლის დირექციის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე 
  • სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება 
  • საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, თანამშრომელთა და სკოლაში მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა 
  • კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და მისი მოგვარება, დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება  
  • ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგი 
  • მოსწავლეთა მიერ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენასა და დაგვიანებაზე ყოველდღიური კონტროლი  
  • დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მოსწავლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დადგენილი ნორმების შესაბამისად და სათანადო ოქმის შედგენა 
 
განათლება: 
  • უმაღლესი განათლება 
  • გამოცდილება: სასურველია ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 
  • კომპიუტერული პროგრამები:  
  • MS Office 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური კომუნიკაცია 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა 
  • კეთილგანწყობა 
  • მზრუნველობა 
  • შრომისმოყვარეობა 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge2023 წლის 31 მარტამდე. 
 
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.  
 
ჩვენი სკოლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: 
https://free.edu.ge/
https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool 
 
გისურვებთ წარმატებას!