კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 3000 (NET)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული, ოფისიდან მუშაობა.
ფუნქცია-მოვალეობები
- ხელშეკრულებების მომზადება (საიჯარო, შრომითი და სხვა ადმინისტრაციული) და საქმის მართვა;
- კომპანიის ყველა საქმიანობაში ჩართვა, კლიენტებთან კომუნიკაცია და იურიდიული რეკომენდაციების გაწევა;
- წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა-დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
- შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შრომის და ადმინისტრაციული სამართლის ნორმების ცოდნა;
- საქართველოს კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
- კერძო სამართლის ცოდნა;
- რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
უნარ-ჩვევები:
- ლიდერული უნარ-ჩვევები;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrvacancy35@gmail.com , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი იურისტი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 3 წლის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.