„ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
- წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
- გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას სუბ-დილერების ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე
ვაკანსია: სუბ-დილერების ქსელის კოორდინატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1200-1500 (ხელზე ასაღები) + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზარზე არსებული ყველა პოტენციური სუბ-დილერის მოძიება, მათი დეტალური შესწავლა;
- პარტნიორობის პირობების შესაბამისი გარიგებების დადება, გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და საწყობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- ადგილზე ვიზიტების განხორციელება გეგმიურად და არაგეგმიურად;
- სუბ-დილერებისგან ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების მონიტორინგი;
- სუბ-დილერების გეგმების შესრულების მონიტორინგი და მათი მხარდაჭერა ამ გეგმის შესრულებაში;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
- სამუშაო გამოცდილება ქსელური გაყიდვების აწყობისა და მომარაგების მართვის მიმართულებით;
- უცხო ენების ცოდნა;
- სასურველია მართვის მოწმობა, B კატეგორია.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გავაზობთ:
- კარიერულ წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- დაზღვევას;
- საბონუსე სისტემას.
- FitPass
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან;
- გასაუბრება კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სუბ-დილერების ქსელის კოორდინატორი“.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!