საცალო გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით: 
წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. 
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 
 
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
ვაკანსია: საცალო გაყიდვების კონსულტანტი 
ადგილმდებარეობა: თბილისი 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)                               
ხელფასი: 800-1200 (ხელზე ასაღები) + ბონუსი 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ავტონაწილების საცალო გაყიდვების გეგმის მიხედვით გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;  
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქტის შერჩევა, ანგარიშსწორება. 
  • საცალო გაყიდვის სივრცეში ნაწილების განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, თაროების პერიოდული შევსება საჭიროებისამებრ; 
  • საცალო ფასების მუდმივი მონიტორინგი, ბაზრის ტენდენციების შესწავლა;  
  • სწორი მარაგების არსებობის მიზნით, ავტონაწილების შეკვეთის ფორმირების პროცესში მონაწილეობა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება; 
  • სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია მართვის მოწმობა, B კატეგორია. 
  • უცხო ენის ცოდნა; 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  

ჩვენ გავაზობთ: 
  • კარიერული წინსვლას; 
  • გრძელვადიან თანამშრომლობას; 
  • დაზღვევას; 
  • საბონუსე სისტემას; 
  • FitPass. 

  • კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge  და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „საცალო გაყიდვების კონსულტანტი“. 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!