დეკანის ასისტენტი

მივლინება: არა ხელფასი: 750
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
ვაკანსია დეკანის ასისტენტის პოზიციაზე  
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი “აცხადებს ვაკანსიას მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანის ასისტენტის პოზიციაზე. 
 
რატომ დასაქმება „ბაუში“? 
  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში; 
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა; 
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე. 

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: 
  • მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანის დახმარება ადმინისტრაციული, სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში;  
  • სკოლის საბჭოს სხდომების ორგანიზება, ოქმების მოგროვება და შენახვა;  
  • სკოლის ნებისმიერი  სახის (ონლაინ, ადგილზე) შეხვედრების ორგანიზება, სტუდენტებთან, მოწვეულ, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალთან;  
  • სტუდენტების კითხვებზე პასუხების გაცემას;  
  • შემოსული განცხადებების დახარისხება-შენახვა; 
  • მოხსენებითი ბარათების  და წერილების შეგროვება; 
  • სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემა; 
  • ინფორმაციის მიწოდება/კომუნიკაცია აკადემიურ, ადმინისტრაციულ და მოწვეულ პერსონალთან;   
  • აკადემიური პირებისაგან არასააუდიტორიო საათების, ხოლო ტუტორებისა და მენტორებისაგან სემესტრული ანგარიშების მოგროვება და შენახვა;  
  • პარტნიორი კლინიკებისა და უნივერსიტეტების ხელშეკრულებების  რეესტრის განახლება;  
  • სკოლაში  დაგეგმილ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა და   შესრულებაზე ზედამხედველობა; 
  • სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს სასწავლო პროცესის მენეჯერის საქმიანობის მიზნებიდან. 

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს: 
  • უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე  ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე; 
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office. 
 
დამატებითი უნარები: 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციასთან შეგუება და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი; 
  • არაკონფლიქტურობა; 
  • საიმედოობა. 
 
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237) 
სამუშაო განაკვეთი: სრული  
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე 
ანაზღაურება: 750 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე. 


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.  
გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2023 წლის 26 მარტი