შერჩევის უფროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
ჩვენს შესახებ: 
ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.  
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 
ადგილმდებარეობა:  ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში; 
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს; 
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად; 
  • სტაბილურ სამსახურს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
 
ფუნქციები: 
  • ვაკანტურ პოზიციებზე სამუშაო ანალიზის ჩატარება და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; 
  • თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; 
  • კანდიდატების მოზიდვა-დაინტერესების არეალის გაზრდის მიზნით  სხვადასხვა ტიპის პროგრამის და აქტივობის  განხორციელება; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგებების წარმოება 
 
ვაკანსიის მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; 
  • პერსონალის შერჩევის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
 
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? 
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "შერჩევის უფროსი სპეციალისტი" 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2023 წელი. 
 
ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. 
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.