მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.
„ორი ნაბიჯი“ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანიაა. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზის საფუძველზე ახალი პროექტების დაგეგმარება;
- ბიზნეს პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ახალი ბიზნეს პროცესების მოდელირება;
- ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
- IT პროექტების ბიზნეს პროცესებზე მორგება და ბიზნეს პროცესების ცვლილებების მომზადება IT პროექტების შესაბამისად;
- ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაცია, მათგან ბიზნეს ამოცანების მიღება, დამუშავება და უკუკავშირის გაცემა;
- პროდუქტის ტექნიკური გუნდის მართვა;
- ციფრული პროდუქტის დიზაინზე მუშაობა, ახალი პროდუქტების შექმნის და არსებული პროდუქტების განვითარების მიზნით;
- შესრულებული ამოცანის ტესტირების და ჩაბარების პროცესის კოორდინირება და კონტროლი;
- მომხარებლებისათვის ინსტრუქციის მომზადება და მათი ფუნქციონალური მხარდაჭერა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ბიზნეს ანალიტიკოსის ან პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Agile მეთოდოლოგიის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- ვებ და მობილურ ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- SQL და NoSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- გადაწყვეტილების მიღების და რისკების სწორად შეფასების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2023 წელი
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.