ტრენინგების და განვითარების სამსახურის უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადამიანური რესურსები: ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების და განვითარების სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
ჩვენს შესახებ: 
ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.  
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 
ადგილმდებარეობა:  ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • განვითარების შესაძლებლობას; 
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად. 
 
ფუნქციები: 
  • ტრენინგების საჭიროების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;  
  • სატრენინგო მოდულებისთვის შესაბამისი სასწავლო მასალების დამუშავება 
  • წინასწარ შემუშავებული სილაბუსის მიხედვით შიდა ტრენინგების ორგანიზება  და  ჩატარება; 
  • შიდა ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება, შედეგების  მართვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე;  
  • შიდა სასწავლო პლათფორმის ადმინისტრირება 
  • წინა ხაზის თანამშრომელთა სტაჟირების პროგრამების  მართვა; 
  • სათავო ოფისის ახალი თანამშრომლის ადაპტაციის (ონბორდინგის)  პროცესის მართვა; 
 
ვაკანსიის მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; 
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; 
  • სასურველია ორგანიზაციული კვლევების მიმართულებით გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა; 
  • ეფექტური ვერბალური, არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; 
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; 
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ფლობა 
 
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? 
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "ტრენინგების და განვითარების სამსახურის უმცროსი სპეციალისტი" 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2023 წელი. 
 
ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. 
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.