კოპმანია: ბორან სოფქიმია (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე შაბათ კვირის გარდა, სეზონზე საჭიროების შემთხვევაში დამატებით შაბათი ან კვირა
კომპანია „ბორან სოფქიმია“ 2009 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მიერ წარმოებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს, სარწყავ სისტემებსა და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს. პროდუქციის იმპორტი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, გერმანია, დანია, იაპონია, ამერიკა, თურქეთი, და ა.შ.
დაარსების დღიდან კომპანია გახდა რამოდენიმე წამყვანი ევროპული და აზიური ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. დღეის მდგომარეობით, კომპანია 22 საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს საქართველოში.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ამჟამად კომპანია ბორან სოფქიმია აცხადებს ვენახში საქმის მწარმოებლის პოზიციაზე, კახეთის რეგიონში (გურჯაანი).
ძირითადი მოვალეობები:
- ვენახში ყველა აგრო ტექნიკური ღონისძიების მართვაში მონაწილეობის მიღება
- საჭიროების შემთხვევაში ვენახში მონიტორინგის ჩატარება
- სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება
- მომსახურე პერსონალის მეთვალყურეობა
მოთხოვნები:
- აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა
- საკუთარი ავტომობილი (საწვავით კომპანია უზრუნველყოფს)
უნარები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზეუბული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: 1000 დან 1500 ლარამდე ( ხელფასის ზრდა კვალიფიკაციის და შესრულებული საქმის მიხედვით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inatr2015@agruni.edu.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.