ფოტო-ვიდეო გადამღები

თბილისი სრული განაკვეთი ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: ფოტოგრაფი
ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია  შილდა აცხადებს ვაკანსიას ფოტო-ვიდეო გადამღების პოზიციაზე 
მდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი; 

შილდა ქართული მულტიბრენდული მეღვინეობაა, რომელიც საქართველოს ვენახების სპეციფიკურ სელექციას ახდენს, ხელს უწყობს მათ სწორ განვითარებას და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ტიპის/მიმდინარეობის რთველს. 
შედეგად გვეძლევა საშუალება ღვინის მოყვარულებს კლასობრივად და თვისობრივად განსხვავებული, საინტერესო ღვინოები შევთავაზოთ, რომლებიც სხვადასხვა კონცეპტუალურ სავაჭრო მარკებზეა გადანაწილებული. 
მეღვინეობის პროდუქცია 20-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.shilda.com 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბრენდის შესაბამისი ფოტოებისა და ვიდეობის გადაღება; 
  • შემოქმედებითი კონტენტის შექმნა;  
  • ფოტო-ვიდეო სესიების სწორი დაგეგმვა; 
  • გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირება; 
  • მასალის ვიზუალურად დახვეწა და გაუმჯობესება; 
  • კომპანიისთვის მასალის დროულად მოწოდება; 

აუცილებელი უნარები 
  • კრეატიული აზროვნება 
  • ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მენეჯმენტის უნარი; 
  • განათებასთან მუშაობის ცოდნა; 
  • განსხცავებულ გადასაღებ პირობებთან მარტივად ადაპტაციისის უნარი; 
  • სოც.მედიაში თანამედროვე ტენდენციების კარგად ცოდნა; 
  • ფოტო და ვიდეო რედაქტირების პროგრამების კარგად ცოდნა; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენს მიერ გადაღებული ხუთ out და ხუთი indoor  ფოტო, ასევე, 3 out და 3 indoor ვიდეო მასალა გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@shilda.com, წერილის Subject-ში აუცილებლად უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება, იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი ვაკანსიის იდენტიფიცირება.