მომსახურების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სუფთა სამყარო
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე

პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 17  წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. 
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.   
 
„სუფთა სამყარო“-ში დასაქმებით: 
  • მიიღებთ დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;  
  • შეისწავლით პროფესიონალური დასუფთავების თანამედროვე ხერხებს და მეთოდებს; 
  • გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიებს დასუფთავების სფეროში;  
  • გახდებით პროფესიონალთა დიდი  გუნდის წევრი და ყოველთვის გექნებათ მასზე მიკუთვნებულობის განცდა, რაც მოგცემთ უდიდეს მოტივაციას  და გვერდში დგომის იმედს; 
 
რას გთავაზობთ? 
  • მზარდ ანაზღაურებას 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას 
 
ძირითადი მოვალეობები 
  • აკონტროლოს სისუფთავის ხარისხი მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტზე;  
  • მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;  
  • აკონტროლოს და შეაფასოს  თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;  
  • უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების ფარგლებში; 
  • ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით; 
  • უზრუნველყოს კლიენტთან  ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ)  გაფორმება;  
  • დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს. 
 
მოთხოვნები და უნარები 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;  
  • დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook); 
  • პრობლემების გადაჭრის უნარი 
  • სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი 
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი 
 
სამუშაო პირობები: 
ანაზღაურება: 1 000 ლარი. 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00სთ-18:00სთ 
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.