შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი

ზუგდიდი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა ხელფასი: 700 - 900
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
თუ მეგობრობ ციფრებთან, ფლობ ანალიტიკურ უნარებს, მზად ხარ განვითარებისათვის და გსურს მიიღო გამოცდილება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო გაყიდვების კომპანიაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა

2 ნაბიჯი აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ზუგდიდში

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?
სამეგრელოს რეგიონში, 2 ნაბიჯის ფილიალებში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის ინვენტარიზაციის მიზნით, ასევე  სააქციო მაჩვენებლების,  ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი, საბოლოო ეტაპზე კი ანგარიშის მომზადება და  მონაცემების პროგრამაში ასახავა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო დღეების თავად დაგეგმვის შესაძლებლობას - აირჩიე კვირის განმავლობაში სასურველი ხუთი დღე სამუშაოდ. თუ ხარ სტუდენტი, არჩევნის შესაძლებლობა დაგეხმარება სწავლა და სამსახური ეფექტურად შეათავსო
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც მუდმივად ვზრუნავთ, მხარს ვუჭერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს 
  • საინტერესო და დინამიურ სამუშაოს - კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფერო ძალიან დინამიური და სწრაფად ცვალებადია, რაც განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესებს
  • ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას (საწვავი, ავტომობილის ცვეთა)
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილდებარეობა: სამეგრელოს რეგიონი
  • გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 – 18:00
  • ანაზღაურება: 3 თვე -  700 ლარი,  3 თვის შემდეგ - 900 ლარი. 

ვაკანსიის მოთხოვნები: 
  • საკუთარი ავტომობილი
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: „შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი - ზუგდიდი“.განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2023 წელი.

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.