ტურინვესტის ინვესტიციების მართვის ჯგუფი 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ერთ ერთ მთავარი განხორციელებულ პროექტებს შორის გახლავთ ჰილტონ ბათუმი, ბელვიუ საცხოვრებელი კომპლექსი და საბაგირო გზა არგო. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს საუკეთესო სერვისს, საუკეთესო პროდუქტს და ვუქმნით მათ დაუვიწყარ მოგონებებს.
ჩვენი ამბიციების განსახორციელებლად გვესაჭიროება თქვენი ახალი იდეები და მონდომება. თქვენი მთავარი ამოცანა ბელვიუს საცხოვრებელ კომპლექსში (ჰილტონ ბათუმის კომპლექსში) არსებული მაღალი ხარისხის აპარტამენტების გაყიდვა იქნება.
ტურინვესტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- უწევს პოტენციურ მყიდველს კვალიფიციურ და მაღალი კლასის მომსახურებას
- ყიდის ბელვიუ აპარტამენტებს, მის უნიკალურ ბენეფიტებს და აგრეთვე კომპანიის პროექტთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს
- გაყიდვებს აწარმოებს სხვადასხვა არხებით: ადგილზე, ონლაინ, ტელეფონით
- განუმარტავს პოტენციურ მყიდველს ხელშეკრულებების პირობებს
- მყიდველთან წარმართავს გაყიდვების მორგებულ პროცესს, მოთხოვნიდან მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებამდე
- ახორციელებს გაყიდვების შემდგომ კომუნიკაციას მყიდველებთან მათი კმაყოფილების დონის ამაღლების მიზნით
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, რომელიც სავალდებულოა დამსაქმებელი კომპანიის საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აპარტამენტების გაყიდვების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ქართული, ინგლისური და რუსული ენები
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
გახდი არაჩვეულებრივი გუნდის წევრი: წარმოაჩინე შენი უნარები, ფანტაზიები, ამბიცია!
ჩვენთან შენს პოტენციალს საზღვრებს არ უწესებენ და გაქვს უნიკალური შესაძლებლობა მოახდინო საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება. აქ გეძლევა განვითარების და სწავლის ამოუწურავი შესაძლებლობა გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში. ასევე, თქვენ ისარგებლებთ განსაკუთრებული ბენეფიტებით:
- ყველაზე მაღალი ბონუსი გაყიდვებიდან მთელს საქართველოში
- 50% ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის ნებისმიერ რესტორანში და სპა ცენტრში
- ფასდაკლება ბათუმში გასართობ საბაგირო გზა „არგო“-ზე
- ფასდაკლებები პარტნიორ კომპანიების სერვისებზე
- ჯამრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- გაყიდვებიდან ყველაზე მაღალი ბონუსი საქართველოში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@bellevuebatumi.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების აგენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!