მოლარე-კონსულტანტი ტყვიავში

გორი, სხვა სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ტყვიავში  შემდეგი პირობებით:
  • ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურებადია დამატებით 25%- გაზრდილი ოდენობით;
  • ღამე მუშაობის საათები (24:00-09:00სთ) ანაზღაურებადია დამატებით 25% გაზრდილი ოდენობით;
  • გეგმიური ბონუსი მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
  • სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
  • სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
  • გამოცდილება არ არის აუცილებელი;

პიროვნული მახასიათებლები:
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  •  ორგანიზებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 216 514

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!