სუპერმარკეტების ქსელი შპს ,,დეილი“ 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ძირითადი ფუქნცია-მოვალეობები
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული მახასიათებლები:
სამუშაო პირობები:
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@daily.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
ვაცხადებთ ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ძირითადი ფუქნცია-მოვალეობები
- დირექტორის კალენდრის მენეჯმენტი;
- დაგეგმილი მიმდინარე პროექტების ეტაპების მონიტორინგი და ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად, რეპორტების მომზადება;
- დირექტორისთვის ოფიციალური წერილების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, პრეზენტაციების მომზადება;
- კომპანიის დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება/აღრიცხვა;
- კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა;
- კომპანიის მეილზე შემოსული წერილების მონიტორინგი;
- კორპორატიულ ნომრებზე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია პროვაიდერთან;
- დაგეგმილი შეხვედრებისთვის ფურშეტის ორგანიზება;
- სხვადასხვა საოფისე ინვენტარის შეკვეთა/შეძენა ;
- მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა;
- კომპანიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა;
- ოფისში ახალი თანამშრომლების მიღების დროს საორიენტაციო შეხვედრის ორგანზიება;
- აუცილებელია MS Excel/Word/Powerpoint პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია outlook-ში მუშაობის გამოცდილება და მეილის ეტიკეტის ცოდნა ;
- სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- სიახლეების მიღებისა და სწრაფად ათვისების უნარი;
- კარგი ადაპტაციის უნარი;
- ლოგიკურად აზროვნების უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.