პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას არქივის თანამშრომელის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას 1
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-15:00, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: 400 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- ლაბორატორიული მასალისა და დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი ნორმების მიხედვით.
- შესაბამისი ინფორმაციის არქივიდან მოძიება საჭიროების შემთხვევაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე m.londrishvili@pathlab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „არქივის თანამშრომელი“
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.