სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი

ბათუმი სრული განაკვეთი HORIZONS GROUP
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი

LLC Horizons Group კომპანია აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების მწარმოებელის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი:  ბათუმი 

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი                                                                 

 

  მოვალეობები:   

  • სარემონტო სამუშაოების ყველა ეტაპის დაგეგმვაში მონაწილეობა, სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულება; 
  •  დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა/ორგანიზება/მართვაში მონაწილეობა; 
  •  შიდასარემონტო სამუშაოების სრული მართვა და კონტროლი; 
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი; 
  • სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვეკონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა; 
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონის (მუშის) მოძიებაში მონაწილეობა; 
  •  გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება; დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი; 
  •  ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული, კონტროლი და სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება; 
  •  ყოველი თვის ბოლოს ფინანსური სამსახურისთვის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. 

 

 პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდურად  მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 

 

თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@horizonsbatumi.com