საკრედიტო ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი
შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ.თბილისში 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით; 
  • ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში; 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”). 
  
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 
  • განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; 
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 
  • სესხის უზრუნველყოფის შეფასება; 
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; 
  • გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი; 
  • მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი; 
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება; 
  • საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა; 
  • საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი. 
  
პიროვნული თვისებები: 
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  •  ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  •  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  •  პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი; 
  •  პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი; 
  •  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  •  კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი. 
  
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა. 
 ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge  
ან დაგვიკავშირდით   +995 568 700 300,    
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი. 

გისურვებთ წარმატებას!