მარკეტინგის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Courtyard by Marriott Batumi
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
Courtyard by Marriott არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია, პირველ რიგში, ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  
ამ დიდ ოჯახს უკვე შეუერთდა Courtyard by Marriott Batumi. Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლის ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით, ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას. 
           
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები : 
  • მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა; 
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და დანერგვა; 
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი; 
  • მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი; 
  • მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა; 
  • ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად; 
  • კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვის, სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ჩართულობა გაყიდვების გუნდთან ერთად; 
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან  სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება; 
  • შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულებების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია; 
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება; 
  • გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, განვითარება და განახლება; 
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება. 
 
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება; 
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს); 
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა  არის აუცილებელი;  
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა აუცილებელია; 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • 5 დღიან სამუშაო განრიგს; 
  • ერთჯერად კვებას ცვლაში მუშაობისას; 
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • დასვენებას დაბადების დღეზე; 
  • გუნდის წევრების ,,Marriott Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2023 წლის 01 ოქტომბრამდე  ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com  
სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
გისურვებთ წარმატებას!