ექთნის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა ხელფასი: 600
სამედიცინო: მედდა
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 600 ლარი.
განყოფილება: ანესთეზია/რეანიმაცია;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.