დაბრუნებისა და დაზიანებული პროდუქციის კოორდინატორი

ქუთაისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას დაბრუნებისა და დაზიანებული პროდუქციის კოორდინატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაბრუნებული პროდუქციის მიღება-მითვლა-დახარისხება (საღი, დაზიანებული, ვადაგასული) და შესაბამის ლოკაციებზე დასაწყობება წინასწარ დადგენილი სქემისა და ინსტრუქციის მიხედვით ;
  • საწყობის ძირითადი ლოკაციიდან დაზიანებული-ვადაგასული პროდუქციის ამოღება, დახარისხება, აღწერა და შესაბამის ადგილას გადატანა, წინასწარ დადგენილი სქემისა და ინსტრუქციის მიხედვით;
  • დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების გამართულად შესრულების უზრუნველყოფა;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ახალ მოწყობილობებთან მუშაობის სწრაფი ათვისების უნარი;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word);

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 6 სამუშაო დღე);
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი;
სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!