კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კარგო პოლო
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500 +ბონუსი
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
ლოჯისტიკური კომპანია "კარგოპოლო" - აცხადებს ვაკანსიას უფროსი და უმცროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე !

Cargopolo - არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების , კომპლექსურ გადაზიდვაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის (შესყიდვის წვდომების გაზიარება , სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში , ტვირთის დასაწყობება ამერიკაში , კონსოლიდაცია , საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში , ბროკერინგი , ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე , ტვირთის დაზღვევა და ა.შ) მიწოდებას.
კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში : უკრაინა , სასომხეთი , ყაზახეთი , ყირგიზეთი , უზბეკეთი , პოლონეთი , გერმანია , ლიტვა , რუმინეთი , ბულგარეთი , ჰოლანდია , საუდის არაბეთი , გაერთიანებული საემიროები , ომანი , იორდანია , ლიბია , ნიგერია.
2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში , რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი - დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი .
კომპანიაში ფუნქციონირებს After sales/Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორთფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა მოკლე პერიოდის განმავლობაში .

მოვალეობები:
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
  • ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა;
  • გაყიდვების დინამიკის ანალიზი;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • Microsoft Office-ის ცოდნა;
  • ქართულ ან რუსულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000-1500 ლარი ( მენეჯერის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით ( 1500-3000 ლარი)
ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ადგილმდებარეობა - თბილისი, ბელიაშვილის ქ. 187

კომპანია გთავაზობთ:
  • საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას ( ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
  • სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით;
  • კომფორტულ თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
  • მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის;
  • ულიმიტო ტელეფონს/ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
  • უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.
შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ (Zoom) ფორმატში.