საკრედიტო ოფიცერი

ბათუმი სრული განაკვეთი ექსპრეს კაპიტალი +
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 2700
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი ბათუმში

ფუნქციები და მოვალეობები:
  • საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე 09:30-18:30;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად), ფიქსირებულ ხელფასი 850 ლარს + ბონუსი: გაცემული სესხების მიხედვით და პორტფელის სიდიდის მიხედვით. საშუალოდ 1000 - 2700 ლარი.
  • დასაშვებია კურს დამთავრებული ან დამამთავრებელი კურსზე მყოფი სტუდენტების კანდიდატურის განხილვა.
  • გამოსაცდელი ვადა 1 თვე.
  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში ანაზღაურება 500 ლარი. დამატებით ბონუსი ყველა გაცემულ სესხზე და ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ :
  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საკრედიტო ოფიცერი ბათუმში“ . სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!