დღის მისიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სფეისი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

სფეისი აცხადებს ვაკანსიას დღის მისიის მენეჯერის პოზიციაზე

ვის ვეძებთ? დღის მისიის მენეჯერს:
  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
  • უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
  • მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა

რას გააკეთებ?
  • შეუერთდები სფეისის გამოცდილ მისიის მენეჯერებს მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიაში
  • უპასუხებ მომხმარებლებს ტელეფონზე ან ჩათში, დაეხმარები მათ, მიაწოდებ ინფორმაციას და მოუგვარებ პრობლემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში

სასურველია:
  • Call center-ში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება

გაითვალისწინე, მისიის მენეჯერობის გამოსაცდელი ვადა 6 თვეა.

როგორ დაგვიკავშირდე?
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.