"სფეისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სეზონური დასაქმება - გაყიდვების კონსულტანტი
ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით "სფეისი" - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.
ვის ვეძებთ?
კონკრეტული პროექტის ფარგლებში, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს:
- ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ბევრი მუშაობის
- რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, პუნქტუალური
- უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
- მოსწონს სფეისის პროდუქტები და უნდა აქ მუშაობა
სამუშაო ადგილი:თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში 6-8 საათი
fრას გააკეთებ?
- გაყიდვის წერტილში მომხმარებლების მოზიდვა;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
- კლიენტების დახმარება სფეის აპლიკაციის რეგისტრაციაში და პროდუქტების გამოყენებაში;
- აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა;
- მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი ქართულ ენაზე;
- ეფექტური კომუნიკაციის და გაყიდვების წარმოების უნარი;
- მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები: თავაზიანობა, სისწრაფე, ემპათია, ემოციური წონასწორობა;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
სასურველია: მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; როგორ დაგვიკავშირდე?
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი ქალაქი. რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.