მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კარგო პოლო
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული, უკრაინული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი

ლოჯისტიკური კომპანია "კარგოპოლო" - აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის (Support Specialist) პოზიციაზე!

Cargopolo - არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების , კომპლექსურ გადაზიდვაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის (შესყიდვის წვდომების გაზიარება , სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში , ტვირთის დასაწყობება ამერიკაში , კონსოლიდაცია , საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში , ბროკერინგი ,ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე , ტვირთის დაზღვევა და ა.შ) მიწოდებას.


კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში : უკრაინა ,სასომხეთი , ყაზახეთი , ყირგიზეთი , უზბეკეთი , პოლონეთი , გერმანია , ლიტვა, რუმინეთი , ბულგარეთი , ჰოლანდია , საუდის არაბეთი , გაერთიანებული საემიროები , ომანი , იორდანია , ლიბია , ნიგერია. 2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში , რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი - დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი .

მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
  • შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • პრობლემური ქეისების მოგვარების პროცესის ბოლომდე მიყვანა და პროგრამაში ასახვა;
  • კომპანიის მომსახურების ფარგლებში მომხმარებლის სრული ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • Microsoft Office - საშუალოდ
  • ინგლისური - საშუალოდ
  • რუსული - სრულყოფილად
  • უკრაინული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • აუქციონებთან  ან/და სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნება;
  • კრიტიკულ სიტუაციაში მობილიზების უნარი;
  • ახალი საქმიანობის მიმართ სწრაფად ადაპტირების უნარი;


სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000-1500 ლარი (შერჩეული კადრიდან გამომდინარე შეთანხმებით)
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი -  (მცოცავი გრაფიკი 2 კვირიანი მონაცვლეობით): 13:00 - 21:00  / 18:00 – 02:00
  • ადგილმდებარეობა - თბილისი, ბელიაშვილის ქ. 187


კომპანია გთავაზობთ:

  • საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას ( ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
  • კომფორტულ თანამედროვე სამუშაო პირობებს;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
  • უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან 
ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject" -ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.

შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ (Zoom) ფორმატში.