გაყიდვების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

შპს „ავტოტექნო“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების თანამშრომელის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 800-1000 (NET) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზარზე არსებული სხვადასხვა სექტორების (სადისტრიბუციო, გადამზიდავი, ბიზნესის იმპორტიორი და ა.შ.) მოძიება და მათი დეტალური შესწავლა;
  • პროდუქციის და სერვისების შესწავლა, აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და ფორმირება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერული წინსვლას;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • დაზღვევას;
  • FitPass-ს.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების თანამშრომელი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!