1C პროგრამის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი LIBO GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
შპს „ლიბო გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას 1C  პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.
შპს „ლიბო გრუპ“ ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. „ლიბო გრუპ“ მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს ჰიგიენური, კოსმეტიკური, სახლის მოვლის და ა.შ. მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

ფუნქციები:
  • პრისეილერების  შეკვეთის მიღება-დამუშავება და რედაქტირება 1C-ში, ასევე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-პორტალზე ატვირთვა;
  • 1C დისტრიბუციაში დაბრუნებების გაფორმება და მათი კორექტირება;
  • სასაქონლო ოპერაციების წარმოება, შიდა გადაადგილებების გაფორმება; 
  • 1C-ში კლიენტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ცვლილება და შესაბამის პრისეილერზე ხელშეკრულება-შეთანხმების გაფორმება;
  • საწყობების ნაშთების ბეჭდვა  და ნაშთების კონტროლი;  
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან რომელიმე სხვა პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება - შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: n.dalakishvili@libogroup.ge არაუგვიანეს 2023 წლის 8 ოქტომბრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).