სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ელთ ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსის“ თანამდებობაზე.
კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა ,,ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ინდივიდუალური
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
- წახალისების სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მენეჯმენტთან ერთად გაყიდვების მიზნების და ხედვების განსაზღვრა, გეგმების შედგენა გაყიდვების მიზნების მისაღწევად და ახალ აგენტებთან კონტაქტების მოპოვება;
- გაყიდვების გუნდის მართვა და ლიდერობა, როგორც თანამშრომელთა შერჩევის პროცესში, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, ტრენინგების დაორგანიზება და სამუშაო პროცესის შეფასება;
- მარკეტინგის დეპარტამენტთან მჭიდრო სამუშაო კომუნიკაციის გამართვა მიზნობრივი გაყიდვების სტრატეგიების დასაგეგმად და ბრენდის ღირებულების წარმოსაჩენად;
- იურუდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია ნებისმიერ სახელშეკრულებო დეტალებზე, გარიგების სწრაფი და დროული დახურვისათვის;
- გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით ანგარიშგების წარმოება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული/ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (C1, C2 დონეზე);
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მოლაპარაკების წარმოების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com ასევე, მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!