კომპანია ფენიქსი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია “ფენიქსი” 1999 წელს დაარსდა. ორ ათეულზე მეტია, რაც არქიტექტურული და მოსაპირკეთებელი მასალების
მიმართულებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე; ხარისხიანი და თანამედროვე პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი,
მაღალკვალიფიციური პერსონალი და უნიკალური ნოუ ჰაუ ყველაზე ამბიციური და გამორჩეული პროექტების განხორციელების
საშუალებას გვაძლევს, როგორც კერძო ასევე სამთავრობო დაკვეთების დროს
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის და კომპანიის ბრენდების და პროდუქტების ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
- მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, სარეკლამო კომპანიები) მოლაპარაკებების წარმოება;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ჩატარებული კამპანიების შედეგების ანალიზი;
- სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის მართვა;
- სარეკლამო მასალების შექმნის პროცესის სრული ციკლის მართვა;
- გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია);
- ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
- ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;
- კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვის, სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ჩართულობა გაყიდვების გუნდთან ერთად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით);
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
- მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის და მართვის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა სოციალური მედიის, Google Adword-ს და SEO-ს მართვის გამოცდილება
- Facebook / LinkedIn გვერდების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული სხვდასხვა ინსტრუმენტების ცოდნა.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კრეატიული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@phoenix.ge
და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მარკეტინგის მენეჯერი“