OVS-ის მაღაზიის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Gtex
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  OVS-ის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში 
კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome. 


სამუშაო პირობები: 
  • პოზიცია: მაღაზიის მენეჯერი; 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.  
  • სამუშაო ადგილი: Grand Mall, ბათუმი 
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლები - 10:00 – 19 სთ; 13:00 – 22:00 სთ. 
  • ხელფასი: 1300 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი.  
 
სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები 
  • პერსონალის მოტივირებ, მართვა და კონტროლი 
  • უკმაყოფილო მომხმარებელთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართვა; 
  • მომსახურების სტანდარტების გაცნობა თანამშრომლებისთვის და სტანდარტის დაცვის კონტროლი; 
  • მაღაზიის პროდუქტიული მუშაობის უზრნველყოფა 
  • საწყობის მოწესრიგება და დარბაზის მუდმივად შევსების უზრუნველყოფა; 
  • მარაგების კონტროლი, ფაქტიურსა და პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა, ფაილის მომზადება და  ბრენდ მენეჯერთან კომუნიკაცია; 
  • ბუღალტერიასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება; 
  • რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება; 
  • მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება; 
  • მაღაზიის ტექნიკურად გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია; 
  • რეპორტინგის უზრუნველყოფა 
  • ბრენდთან დაკავშირებული რეპორტების გაგზავნა; 
  • ყოველდღიური რეპორტების შევსება; 
  • გაყიდვების ანალიზი შემდეგი მახასიათებლების ჭრილში:  

სხვა საკითხები: 

  • ქურდობის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ოპერატიულად საქმის კურსში ჩაყენება; 
  • კონკურენტების საფასო პოლიტიკის და მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი; 

ძირითადი სამუშაო მოთხოვნები: 

  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;  
  • აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (Ms Word, Excel ); 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე); 
 
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სიზუსტე, ოპერატიულობა; 
  • ემოციური სტაბილურობა; 
  • ინიციატივიანობა; 
  • შედეგზე ორინტირებულობა; 
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
 
ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@gtex.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,მაღაზიის მენეჯერი”. 
წარმატებებს გისურვებთ!