გაყიდვების კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი Gtex
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 900 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე ქ. ბათუმში
კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე. 
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი
სმენა: 10:00 – 18:30 სთ; 13:00 – 22:00 სთ.
ხელფასი: 800-900 ლარი ფიქსირებული + ბონუსი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლებთან კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება
  • კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა
  • ვიტრინის აწყობა (ბანერის, სტიკერების განთავსება და მანეკენების შესაბამისად წარმოდგენა)
  • ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • მაღაზიის სისუფთავის დაცვა
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
  • საშუალო  განათლება 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge   ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: „ბათუმი“
წარმატებებს გისურვებთ!