კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 18:00 სთ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნა, საქვეანგარიშო თანხების გატარება,
- დებიტორების გადამოწმება;
- მსუბუქი ავტომობილების სერვისში სალაროს შემოსავლის და გასავლის ოპერაციების კონტროლი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისში - ფილიალების შემოსავლების აღწერა;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების შევსება და კონტროლი;
- ზედდებულების RS.GE-ზე ატვირთვა;
- საცხებ-საპოხი მასალების აღრიცხვა ბუღალტრულად;
- სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას !