მოლარე-რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ინოვა ინ ვიტრო
მივლინება: არა ხელფასი: 850
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
სამედიცინო კომპანია „ინოვა ინ ვიტრო“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა - საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6; 
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი; 
ანაზღაურება - 850 ლაარი; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;  
  • ელექტრონულ ბაზაში (1C/ ბალანსი) პაციენტების რეგისტრაცია და სამედიცინო ბარათის გახსნა; 
  • სალარო ტერმინალთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება და დღის ბოლოს სალაროების/რეპორტების კონტროლი;  
  • ექსელის ფაილზე მუშაობა ბუღალტერიის განყოფილების  ხელმძღვანელობით;  
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;  
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული მეტყველება ქართულად; 
  • სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე); 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: nkutsia@innovainvitro.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მოლარე-რეგისტრატორი“ 
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.