ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერის პოზიციაზე; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება; 

სამუშაო გამოცდილება: 
  • უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილებას; 

ძირითადი მოვალეობები: 
  • გამანაწილებელი გაზსადენების ტექნიკური მდგომარეობისა და მოხმარებული გაზის მოცულობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად შეგროვება;  
  • ბუნებრივი გაზის მოწოდებისა და ტრანსპორტირების დაგეგმვის მონაცემთა ფორმირებაში მონაწილეობის მიღება; 
  • გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; 
  • ქალაქის მკვებავ სათაო და შიდა გაზგამანაწილებელ სადგურებზე (შემდგომში – ‘`გმს") წნევის რეგულირება;  
  • ქალაქის მკვებავ სათაო გმსებიდან-დან გაზის ხარჯის შესახებ ინფორმაციიის საათში ერთხელ (ზაფხულის სეზონზე – ყოველ 2 საათში ერთხელ) მიღება; 
  • ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის, გაზსადენზე ავარიისა და სხვა შეფერხებების შესახებ ჟურნალის წარმოება და ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის ოპერატიულად მიწოდება; 
  • გაზსადენებზე მომხდარი ავარიებისას შესაბამისი სამსახურების გამოძახების უზრუნველყოფა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლის განხორციელება; 
  • გმს-ის ოპერატორების მიერ გადმოცემული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა და მათი სიზუსტის შემოწმება; 
  • კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა; 
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალობა; 
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; 
 
კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);  
 
ჩვენ  გთავაზობთ: 
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; 
  • მეგობრულ გარემოს; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
 
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ18ა; 
ანაზღაურება შეთანხმებით; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge   (ელ.ფოსტის "subject" ველში  აუცილებლად მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება);  რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2023 წლის 12 ოქტომბერი; 
 
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში  - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/   ან ჩვენი ვებ-გვერდით -  https://www.te.ge 
 
გისურვებთ წარმატებას!