ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო, სპეციალური ან /და  უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;

დამატებითი მოთხოვნები:
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
  • დაზუსტებული ინფორმაციის გაცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
  • წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში – მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;
  • მომხმარებლის მიმდინარე და/ან დაგროვილი დავალიანების ოდენობა და გადახდის ბოლო ვადა;
  • დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მიერ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში – მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და მოთხოვნის შესრულების ეტაპი;
  • გადანაწილებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია;
  • აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის წესი და პირობები;
  • ახალი მომხმარებლის მიერთების წესი და პირობები;
  • საწარმოს მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

კონკურსში მონაწილეობისათვის   აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ18ა, (გამოსაცდელი ეტაპის შემდეგ საქმიანობას  შეძლებთ დისტანციურად);
ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge   (ელ. ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება); რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2023 წლის 12 ოქტომბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!