სერვისის აღრიცხვის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი ეს ემ სერვისი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1700
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი, ბუღალტერ - აღმრიცხველი

კომპანია "გსმ სერვისი" 2018  წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი , ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5 
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული; 
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - სერვისის აღრიცხვის  ოპერატორის  პოზიციაზე. 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სერვისში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, განაცხადების გახსნა და პროგრამაში რეგისტრაცია; 
  • პროგრამაში რეგისტრირებული განაცხადების მიმოხილვა, სერვისის მენეჯერზე ინფორმაციის მიწოდება; 
  • სერვისის მიერ ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა, შესაბამის განაცხადებში გატარება; 
  • ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და განაცხადებში გატარება; 
  • რეგიონალურ ქვეკონტრაქტორებთან შესული მანქანების აღრიცხვა, ჩატარებული სამუშაოების შესაბამის განაცხადებში გატარება; 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას; 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და  Excel  პროგრამის ცოდნა; 


პიროვნული თვისებები: 

  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; 
  • ცვლილებთან შეგუების უნარი; 
  • გუნდურობა 
  • პუნქტუალურობა; 

ანაზღაურება : 1300 დან - 1700 ლარამდე.


დაინტერესების
შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@gsmservice.ge