პილოტი

თბილისი სრული განაკვეთი სფეისი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები მართვის მოწმობა: A, B, B1
ადმინისტრაცია: კურიერი

ჩვენ შესახებ: 
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება. 
სფეისი აცხადებს ვაკანსიას  პილოტის პოზიციაზე.


მოთხოვნები:

  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის  
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, პუნქტუალური  
  • უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • აქვს მოპედის მართვის გამოცდილება  
  • აქვს A ან B, B1 კატეგორიის მართვის მოწმობა  
  • აქვს მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება  
  • კარგად იცის თბილისის ქუჩები და საგზაო ნიშნები 
 
რას გააკეთებ? 
  • სფეისის მომხმარებელს მიუტან პროდუქტებსა და საჩუქრებს 
  • ამანათის ჩაბარებისას გააცნობ მომხმარებელს სფეისის ბარათით სარგებლობის ძირითად პრინციპებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს მისცემ გარკვეული ტიპის ინსტრუქციას. 
 
როგორ დაგვიკავშირდე? 
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. 
რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.