კომპანია „აგროჰაბი“ ახალი აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცერის პოზიციაზე თბილისში.
„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტებზე აღწერების გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის ჩატარება;
- პროდუქციის სასაქონლო ზედნადებების შემოწმება;
- არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება;
- სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია გაყიდვების სფეროში ან წარმოებაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აპექსთან მუშაობის გამოცდილება.
- სამარკეტე პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- კონცენტრაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას !