კომპანია SPAR.GE აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
Greencard გათამაშების ოფისისთვის. ეს არის ერთ თვიანი სეზონური დასაქმება ოქტომბრის თვეში (თუმცა პოზიტიური შთაბეჭდილების შემთხვევაში შემოგთავაზებთ მუდმივ დასაქმებას სხვა პოზიციაზე). ჩვენ ვართ მრავალპროფილიანი კომპანია.
პირობები Greencard გათამაშების ოფისისთვის:
სამუშაო პირობები:
- სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, VIII სართ.
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო დღეები: 10:00 – 19:00; შაბათი: 11:00 - 18:00. კვირა: დასვენება
ანაზღაურების სტრუქტურა:
- დარიცხული ხელფასი 1200.00 ლარი;
- დამატებით განაცხადების გაგზავნებში მონაწილეობისთვის ბონუსი 1500.00ლ-დან.
- ჯამში ეს არის საკმაოდ ანაზღაურებადი პოზიცია მიუხედავად ერთ თვიანი დასაქმებისა.
ძირითადი მოვალეობები:
- საქმის მართვა, კლიენტების მიღება, გასაუბრება, მონაცემთა ბაზების და გადახდების შემოწმება კომპიუტერის გამოყენებით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული ენის კარგად ცოდნა. ინგლისური საკმარისია კარგი წერის დონეზე;
- Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგი გამოყენება. კლავიატურის მოხერხებულად და უშეცდომოდ ხმარება;
- კომუნიკაციის უნარები და პიროვნული თვისებები:
- ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
- კორპორატიული ღირებულებების გაზიარება და დაცვა.
- პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა,
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: vacancy@spar.ge
ელ-ფოსტის სათაურში (subject) ჩაწერეთ "Greencard"