ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კორესპონდენციის მართვა (შემომავალი ზარები, მეილები, ფაქსი, ფოსტით მიღებული წერილები); 
  • ოფისის საკანცელარიო მასალებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთა დროული მომარაგება საჭირო დოკუმენტაციითა და ინვენტარით; 
  • შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის წარმოება; 
  • მენეჯმენტის დახმარება მიმდინარე საკითხებში; 
  • ოფისში მოსული კოლეგებისა და სტუმრების დახვედრა - გამასპინძლება; 
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების,  ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების და დანიშვნა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება; 
  • Rs.ge - ზე დასაქმებულთა რეესტრის მართვა;ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადების კონტროლი, მიღება-გაშვება, ბეჭდვა. 
  • ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა და წარმოება. 
  • საქმიანი კალენდარის წარმოება კომპანიისათვის  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, power point; outlook); 
  • გამართულად მეტყველებისა და ტექსტების წერის უნარი; 
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • უპირატეობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
 
უნარები/პიროვნული კომპეტენციები: 
  • დროის სწორად განაწილების უნარი; 
  • გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლობიანი; 
  • ორგანიზებული; 
  • თავაზიანი; 
  • პუნქტუალური. 
  • განიხილებიან ახალკურსდამთავრებულებიც მაღალი მოტივაციითა და განვითარების სურვილით 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  •  კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. 
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას. 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00 
  • ანაზღაურება: 800 ლარი  ფიქსირებული ზრდის პერსპექტივით 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:   11axioma11@gmail.com  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.