ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველი

ბათუმი სრული განაკვეთი მაქსიმუსი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა
ლუდის კომპანია „მაქსიმუსი“ აცხადებს ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველის პოზიციაზე ქ. ბათუმში, ბათუმი მოლში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება - საშუალოდ ყოველთვიური ხელფასი 900 ლარი (ფიქსირებული+ბონუსი)
  • სამუშაო გრაფიკი - ყოველ მეორე დღეს ან 2/2-ზე,თვეში 15 სამუშაო დღე, სრული ცვლა. ასევე განიხილება პერსონალთან შეთანხმებული გრაფიკიც.
  • სამუშაო ადგილი-ბათუმი,სითი-მოლი.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • სარეალიზაციო ადგილის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@maximus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ლჩ - ბათუმი".
გისურვებთ წარმატებას!